“ცენტრ პოინტის” ყველა დაყადაღებულ ქონებას ყადაღა მოეხსნა – საქალაქო სასამართლოს მორიგი განმარტება

თბილისის საქალაქო სასამართლო „ცენტრ-პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღევანდელი განჩინებით, „ცენტრ პოინტის“ ყველა დაყადაღებულ ქონებას ყადაღა მოეხსნა.
„2017 წლის 31 მარტის განაჩენით, დამნაშავედ იქნენ ცნობილნი თაღლითობისა და მითვისების ფაქტზე ბრალდებულები მაია მ. და რუსუდან კ. მათ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ სასამართლოს დღევანდელი განაჩენით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ყადაღა მოეხსნა ყველა დაყადაღებულ ქონებას“,-წერია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქმე სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტს ეხება, რომელზეც თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ბრალი ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება დებს ამხანაგობა” თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს თავდაპირველად, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში რამდენიმე პარლამენტის წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა. მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო, ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები