შსს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს – გასულ წელს 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა

2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა. დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 35 997 რეგისტრირებული დანაშაულიდან გაიხსნა 20 661, რაც დანაშაულთა 57,4 პროცენტს შეადგენს.
რაც შეეხება საქართველოში რეგისტრირებულ დანაშაულს ტერიტორიული განაწილების მიხედვით, ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულთა 40,5 პროცენტი მოხდა თბილისში, 8,3 პროცენტი ქვემო ქართლში, 3,1 პროცენტი გურიაში, 10,8 პროცენტი- აჭარაში, 8,9 პროცენტი-სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10,5 პროცენტ – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 3,2 პროცენტი- სამცხე-ჯავახეთში, 5,4 პროცენტი- შიდა ქართლში, 6,5 პროცენტი – კახეთში, 2,7 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთში, 0,1 პროცენტი- აფხაზეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები