კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 პირველად ისტორიაში კოსმოსში ხელმეორედ გაუშვა (ვიდეო)

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 პირველად ისტორიაში კოსმოსში ხელმეორედ გაუშვა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ექსპერტების განცხადებით, ეს ფაქტი კოსმოსის ათვისების ისტორიაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
Falcon 9-ის პირველი საფეხური გაშვებიდან 9 წუთის შემდეგ ატლანტიკის ოკეანეში მდებარე პლატფორმაზე დაეშვა. რაკეტის ეს ნაწილი კოსმოსში 11 თვის წინაც გაფრინდა.
ის ფაქტი, რომ დედამიწაზე რაკეტის პირველი საფეხურის დაბრუნებაა შესაძლებელი, სპეციალისტების აზრით, კოსმოსური ხომალდების გაშვებას მნიშვნელოვნად გააიაფებს.
ამჟამად SpaceX კოსმოსში მხოლოდ სატვირთო ხომალდებს უშვებს. პილოტირებული ხომალდის გაშვება 2018 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები