“ვიმსჯელებთ, პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის რომელ ფორმატს მივანიჭებთ უპირატესობას”

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის ფორმატთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს.
“არსებობს ორი ალტერნატიული ფორმატი, რომელიც რეგლამენტით გათვალისწინებულია პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით – ერთი არის ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლები და მეორე – ე.წ. დებატები. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და გადაწყდება, რომელ ფორმატს მივანიჭებთ უპირატესობას. ჯერჯერობით განცხადებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. დაგვჭირდება მსჯელობა და მსჯელობის საფუძველზე გადავწყვეტთ, პირველ ფორმატს  მივანიჭებთ უპირატესობას თუ დებატების ფორმატს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით,  7 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები