თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის” ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კანდელაკის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის და ფანჯიკიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, დელისის, ნუცუბიძის, მეგრელიძის და ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: იოსებიძის, კალანდაძის და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელ დიღმის, ჭიაურელის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის ფერდობის IV მიკრორაიონის, მხატვრების დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის ქუჩის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 13:20 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 14:30 საათიდან 15:30 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, შატბერაშვილის, ჯაფარიძის და კეკელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და კედიას ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სამშენებლო დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ლომინაძის და ჟორდანიას ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საადის, ბოტანიკის, აბანოს, გორგასლის, ნიშნიანიძის, ირგვლივის, ბეთლემის, გომის, ჯვარედინის, ასკანის და თუმანიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – ნათქვამია “თელასის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები