“ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული შეთანხმებებით რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებს დასცინის“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგევლაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული შეთანხმებებით რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებს დასცინის.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია ანექსიურ პოლიტიკას გეგმავს.
„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბალტიისპირელ მეგობრებს, რომლებმაც რეფერენდუმთან დაკავშირებით, ისევე, როგორც დღეს ხელმოწერილ, მაგრამ მანამდე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ნათელი პოზიცია დააფიქსირეს. მთელი ეს პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ე.წ. შეთანხმებებს და, რომლის ინიცირებაც დაიწყო 2014 წლიდან, არის საერთაშორისო ურთიერთობების დაცინვა, როგორც ასეთის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, დაწყებული 2014 წლიდან და ეს ხორციელდებოდა ჯერ ამ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთობებით, შემდეგ უკვე ქვემდებარე, ასე ვთქვათ, რაღაც შეთანხმებებით და ინტეგრაციული დოკუმენტებით, მათი რატიფიკაციით, რაც საკუთარ თავში წარმოადგენს იმის დაცინვას, რასაც ჰქვია საერთაშორისო ურთიერთობები.
მინდა ქალბატონი პრეზიდენტის პოზიცია განვაგრძო, ჩვენ ნათლად – საქართველომ და ჩვენმა პარტნიორებმა, ჩვენმა მეგობრებმა დავამტკიცეთ, რომ არაღიარების პოლიტიკა არის აბსოლურურად სტაბილური, ძლიერი და ამ ნაწილში ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა გავიმარჯვეთ და ნამდვილად, დღეს არაღიარების პოლიტიკაში აბსოლუტურად მოგებული გვაქვს ის პროცესი, რომლის განხორციელებასაც რუსეთი ცდილობდა საერთაშორისო არენაზე. მაგრამ, ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია ახლა უკვე ანექსიურ პოლიტიკას გეგმავს ან რაღაც ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, რომლის ერთ-ერთი მსგავსი თემა არის ეს თქვენს მიერ ნახსენები ხელშეკრულების ჯერ მიღება და დღეს უკვე ხელმოწერა. ჩვენ ამ თვალსაზრისით, დიდი იმედი გვაქვს, რომ აქტიური კოორდინაციით ჩვენს მეგობრებთან, ისეთივე წარმატებას მივაღწევთ ანტიანექსიური პროცესის, ასე ვთქვათ, არმიღების თვალსაზრისით, რაც ჩვენ გვაქვს მიღწეული არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით და ეს პოლიტიკა კოორდინირებულია ჩვენს მეგობრებს შორის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები