ვენეციის კომისიის მდივანი საკონსტიტუციო კომისიის ჯგუფებს შეხვდა

“მოხარულები ვართ იმ კონსტრუქციული ატმოსფეროთი, რომელშიც მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა”, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმა პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიის სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.
თომას მარკერტის თქმით, კომისიამ მიიღო ძალიან ბევრი ინფორმაცია დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, თუმცა, წინასწარ რაიმე რეკომენდაციებზე საუბარი მათი მხრიდან ნაადრევია.
“ჩვენ მივიღეთ ძალიან ბევრი ინფორმაცია, რისი მიღებაც კი შეიძლებოდა ერთი დღის განმავლობაში. თუმცა, ჩვენ არ ვართ იმ ეტაპზე, რომ ჯერ რეკომენდაციები გავცეთ. დაველოდებით ოფიციალურ ტექსტს საქართველოს მხრიდან და ამის შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს. მაგრამ ჩვენ მოხარული ვართ დიალოგის კონსტრუქციული ატმოსფეროთი და ფაქტით, რომ ჩვენ საშუალება გვქონდა მოგვესმინა განსხვავებული მოსაზრებები კომისიის წევრების მხრიდან“, – განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები