საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობა ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილებებითდეტალურად დაინტერესდნენ.
„სხვათა შორის, მათში სასიამოვნო გაკვირვება გამოიწვია იმ განცხადებამ, რომ თუ ვენეციის კომისია იურიდიულ კონტექსტში არ დაეთანხმება რომელიმე ცვლილებას, ჩვენ უარს ვამბობთ მის განხორციელებაზე. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ მოსაზრებების შესახებ, რაც გახმოვანდა კომისიაში. მათაც იციან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. იყო სხვადასხვა არგუმენტები ოპონენტების მიერ, რომლებიც უფრო მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი ამ შეხვედრაზე და იყო კრიტიკა, თუმცა საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის წევრებს აზრი ამის შესახებ არ დაუფიქსირებიათ. საბოლოოდ, უნდა დაველოდოთ მათ დასკვნას. ჩვენ მათი შუალედური დასკვნის მიღებამდე, არ მივიღებთ არც ერთი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამიტომ ჩვენ ხაზს ვუსვამთ მათი რეკომენდაციების მნიშვნელობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
​შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დელეგაციასთან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები