ირაკლი კობახიძე: “ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებს ენდობა

„დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის მაღალი და შესაბამისად შედეგი მუნიციპალურ არჩევნებში იქნება მაღალი“ – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ პარტიის მიერ ჩატარებულ კვლევებს ენდობა და ასეთი კვლევების ჩატარებას არ გამორიცხავს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, სწორედ შიდაპარტიული კვლევები იძლევა საშუალებას, რომ წინასწარ განისაზღვროს შედეგები, მათ შორის მუნიციპალურ არჩევნებთან მიმართებაშიც.
„თავს შევიკავებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებზე კომენტარის გაკეთებისგან. იცით ჩვენი დამოკიდებულება ზოგადად კვლევების მიმართ, რომელიც კეთდება სხვა სუბიექტების მხრიდან. არჩევნების წინ ვამბობდით, რომ კვლევები არ იძლეოდა არჩევნების შედეგების გამოცნობის საშუალებას, განსხვავებით ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებისგან. სავარაუდოდ ჩავატარებთ კვლევას, რაც მოგვცემს საშუალებას, წინასწარ განვსაზღვროთ პროგნოზი, რომელიც დაკავშირებული იქნება მუნიციპალურ არჩევნებთან. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა არის მაღალი და შესაბამისად შედეგი მუნიციპალურ არჩევნებში იქნება მაღალი. ჩვენ სხვადასხვა კომპანიებს ვუკვეთავთ კვლევებს, რომელთა მიმართ გვაქვს ნდობა. ეს კვლევები გვაძლევს არჩევნების შედეგების პროგნოზირების საშუალებას, განსხვავებით იმ კვლევებისგან რომლებიც სხვა სუბიექტებისგან იდება ხოლმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები