IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის რეიტინგით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს

წინასწარი ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს – 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით.
IRI-მ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 3 აპრილის გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები