ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ და კომისიის მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა დამსწრეებს კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნეს.
„ჩვენ დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავაცანით საკონსტიტუციო ცვლილებების ის ვერსია, რომელიც ყალიბდება ამჟამად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დისკუსიების მესამე რაუნდისთვის. გავაცანით ძირითადი ასპექტები ამ ცვლილებების. ყურადღება გავამახვილეთ, რა თქმა უნდა, უმთავრეს ასპექტებზე, როგორიც არის საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნები, პრეზიდენტის სტატუსი და კომპეტენციები, ასევე, შევეხეთ ბევრ სხვა საკითხს და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია მთლიანობაში“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
​როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ცვლილებები ასევე დეტალურად იქნა განხილული ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფთან დღეს გამართულ შეხვედრაზე.
„ამის საფუძველზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ დარწმუნებული, რომ მომზადდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ძალიან სტაბილური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები