ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქების გამოყოფაზე: თავის დროზე ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ვიყავი

​პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავის დროზე იგი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო. მისივე თქმით, გაყოფილი თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება თავის მხრივ, სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამის განხორციელებას სიღრმისეული მსჯელობა სჭირდება.
“მე ჩემს წინა ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ვიყავი. კარგად ვარ ჩახედული ამ საკითხში, მათ შორის, ვმონაწილეობდი დისკუსიებში, რომელიც ამ შვიდი მუნიციპალიტეტის გაყოფას უკავშირდებოდა. მაშინ მე წინააღმდეგი ვიყავი იმ რეფორმის, რომელიც განხორციელდა. ეს მქონდა დასაბუთებული თავისი ეკონომიკური, ფინანსური, სოციალური და ასე შემდეგ გათვლებით. იყო არასწორი, რაც გაკეთდა. ვინც ღრმად არის ჩახედული ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში, ამაში დამემოწმება. რამდენიმე წლის წინ, ამის გაკეთებას თავისი კონტექსტი ჰქონდა. ამ დეტალებში აღარ შევალ, თუმცა, რაც შეეხება გაერთიანებას, ესეც თავის სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ყველაფერი უნდა ავწონ-დავწონოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა ასპექტი: ეკონომიკური, სოციალური, სამართლებრივი და ასე შემდეგ“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები