„თბილისის თამბაქოს“ ადვოკატი ოპონენტებს ტელედებატებში იწვევს

ის ვინც ამბობს, რომ საქართველოში სიგარეტის ნაწარმის დემპინგურ ფასებში რეალიზაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა არ არსებობს, კარგად არ იცნობს მოქმედ კანონმდებლობას. – ამის შესახებ „თბილისის თამბაქო“-ს ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ სს „თბილისის თამბაქო“-სა და შპს „ფილიპ მორის საქართველო“-ს შორის მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კვლევისა და დასკვნის კომენტირებისას და ოპონენტები ტელედებატებში გამოიწვია.
„მოგეხსენებათ დემპინგურ ფასებს უწოდებენ ისეთ ფასებს, როცა რაღაც პროდუქტის გაყიდვა ხდება თვითღირებულებაზე იაფად. მინდა გითხრათ, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი პირდაპირ კრძალავს სიგარეტის რეალიზაციას თვითღირებულებულებაზე დაბალ ფასად.
რადგან ჩვენმა ოპონენტებმა დავის სასამართლო სივრციდან გატანა და სატელევიზიო ფორმატში განხილვა გადაწყვიტეს, მოგახსენებთ, რომ ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა და პირდაპირ ტელეეთერში დავამტკიცოთ, რომ უკანასკნელ პერიოდში სასამართლოსა და ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ აგორებული არაჯანსაღი კამპანია ემსახურება საზოგადოების დეზინფორმაციას, ქართული სასამართლოს და ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციას და მას არავითარი კავშირი არ აქვს საქმის რეალურ ვითარებასთან“, -განაცხადა სს „თბილისის თამბაქო“-ს ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები