მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლის შესახებ შეთანხმება მკაფიო დარღვევაა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლის შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა და აღნიშნული საერთაშორისო პრინციპების დარღვევად შეაფასა. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, ეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა.
​”ამასთან, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე და დამატებით საფრთხეებზე. ჩვენ ვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას, რადგან ეს საფრთხეები მხოლოდ საქართველოსთვის არაა, არამედ მთელი რეგიონისთვისაა”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები