ახალციხეში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ქალი იმსხვერპლა – არიან დაშავებულები

ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
შემთხვევა ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურზე გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, „სუბარუს“ მარკის ავტომობილი „ოპელის“ მარკის მსუბუქ ავტომანქანასა და ტრაილერს დაეჯახა.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები