დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირიდან გასვლის წერილს ოფიციალურად ხელი მოაწერა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ხელი მოწერა წერილს, რომლითაც ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის პროცედურა ოფიციალურად ამოქმედდება.
წერილი, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედების შესახებ იუწყება, მეიმ ევროპული საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს გაუგზავნა.
ტუსკისთვის წერილის ჩასვლის მომენტი „ბრექსიტის” პროცედურის ოფიციალურ დაწყებას ნიშნავს.
ამის შემდეგ, მეი ბრიტანეთის მთავრობის წევრებს შეხვდება და პარლამენტში სიტყვით გამოვა.
სამშაბათს ტერეზა მეი დონალდ ტუსკს, ევროკომისიის ხელმძღვანელს, ჟან-კლოდ იუნკერს და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ესაუბრა.
29 აპრილს ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელშიც დიდი ბრიტანეთი მონაწილეობას არ მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები