საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში, რუსეთის ფედერაციის, ინგუშეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სუნჟასთან მდებარეობდა. მისმა მაგნიტუდამ 3 შეადგინა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები