ტექნოპარკში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

ტექნოპარკში საერთაშორისო კონფერენცია „ტექნოლოგიების კომერციალიზაცია და ინოვაციები: გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში” გაიმართება.
ღონისძიება 09:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდება.
ოფიციალური ინფორმაციით, სამდღიანი კონფერენცია მოიცავს ინოვაციების მართვისა და ტექნოლოგიების გადაცემის მნიშვნელოვან საკითხებს და ითვალისწინებს, როგორც ქვეყანაში მიმდინარე გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, ასევე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების განხილვას.
კონფერენციაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები: წარმატებული ქართული სპინოფები – გამომგონებლები, ინოვატორები, აკადემიური მეწარმეები. კონფერენციის ბოლო დღეს მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარონ უცხოელ ექსპერტებთან შემდეგ საკითხებზე: ვენჩორული კაპიტალი სპინოფებისთვის; ლიცენზირება/ინტელექტუალური საკუთრების მართვა; ტექნოლოგიების შერჩევა დაპატენტებისთვის; ინდუსტრიისა და კვლევის კოლაბორაცია. ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ალექსანდრე ჯეჯელავა გახსნის. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, რომელიც ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების კუთხით სააგენტოს როლზე ისაუბრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები