თბილისში მომხდარი ავარიისას მცირეწლოვანი დაშავდა

გუშინ, გვიან ღამით, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევისას, ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვია.
შემთხვევა ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მცირეწლოვანი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკაში გადის.
ექიმის განცხადებით, ბავშვს ტრავმები ზედა კიდურის არეში აქვს მიღებული, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები