თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს დღეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
”თელასის” ცნობით, გლდანის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 11:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდიაშვილის მოედნის, ბეთლემის აღმართის, აბესაძის, დადიანის, კოტე აფხაზის, ლერმონტოვის, ახოსპირელის, აბო თბილელის, კუფტინი და საიათნოვას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, მეფე არჩილის და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის და გოძიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10.00 საათიდან 15.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3-ის I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები