გერმანული მედია – თურქული დაზვერვა გერმანიაში ასობით ადამიანს უთვალთვალებდა  

თურქეთის ნაციონალური სადაზვერვო სამსახური გერმანიაში ასობით ადამიანს უთვალთვალებდა. ეს ადამიანები ოპოზიციონერ ისლამის მქადაგებელთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. გიულენი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის  მთავარი პოლიტიკური ოპონენტია.
გერმანული მედიის ცნობით, ამ ოპერაციის მასშტაბების შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც თურქეთის დაზვერვის უფროსმა გერმანელ კოლეგას სიების ჩამონათვალი გადასცა.
სიას იმ პირთა მისამართები, ტელეფონის ნომრები და ფოტოები ერთვოდა, ვისაც თურქული დაზვერვა უთვალთვალებდა.
თურქეთში 2016 წლის ივლისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ფეთჰულაჰ გიულენის ათასობით მომხრე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები