საქართველოს და ლატვიის შს მინისტრებმა სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების ოქმს მოაწერეს ხელი

საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შს მინისტრმა, რიჰარდს კოზლოვსკისიმ ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებებით, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და მასშტაბური ხდება. შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გარდა, საქართველოს შსს-ში მიგრაციის დეპარტამენტის შექმნისა და მიგრაციის სფეროში მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტიდან გამომდინარე, შეთანხმება მიგრაციის სფეროსაც მოიცავს. ცვლილებების ოქმი ითვალისწინებს: გამოცდილების გაზიარებას არალეგალური იმიგრანტების გამოვლენის, განთავსებისა და გაძევების სფეროში, ტრენინგების ჩატარებას როგორც მესაზღვრეთა, ასევე, შსს-ს სხვა მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები