ნაფარეულში მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია მამაკაცი

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტისა და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ძ.-მ თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს – 1989 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს სანადირო თოფიდან 2-ჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.ძ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – არარეგისტრირებული სანადირო თოფი შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები