მკვლელობა თელავში – 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ნაფარეულის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის ადმინისტრაციაშიც. ამ დროისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია.
გარდაცვლილს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის გურჯაანის ეროვნული ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები