დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

 დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე გაიმართება.
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატები მამა გიორგი მამალაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, ისინი სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვს.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადების თაობაზე დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 მაისამდე გადაიდო. პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს რამდენიმე დღის წინ მიმართა, რის საფუძვლადაც საჭირო საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები