ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გალა-კონცერტი გაიმართა

თბილისში, ევროპის მოედანზე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით  გალა-კონცერტი გაიმართა.

ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიება 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში, როგორც სოლო შემსრულებლები, ასევე, ბენდები მონაწილეობდნენ. კონცერტზე პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და თბილისის ვიცე მერი ლაშა აბაშიძე მივიდნენ.

გალა-კონცერტი ფოიერვერკითა და საქართველოს ჰიმნით, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები