ნავალნის 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის ტვერის რაიონის სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში დამნაშავედ ცნო და მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ სააგენტო “ტასი“ იუწყება.
სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ ნავალნი საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველთა მოთხოვნას არ დაემორჩილა.
ასევე, ნავალნის 20 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმაც დაეკისრა. თავად ნავალნიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიტინგი კანონიერი იყო.
საერთო ჯამში, რუსეთში 26 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 900 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები