სირიაში ოპოზიციურმა ძალებმა რაქას მახლობლად ბაზა აიღეს

სირიაში ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქ რაქას მახლობლად სამხედრო აეროდრომი დაიკავეს. ამ ავიაბაზას ორი წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბეოვიკები” აკონტროლებდნენ.
ტაბკის აეროდრომის დაკავება ძალზე მნიშვნელოვანია რაქაზე მომავალი შეტევისთვის, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქია.
აეროდრომი “სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ დაიკავეს. რომელსაც შეერთებული შტატები ეხმარება.
უფლებადამცველი ორგანიზაციები შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბოლო კვირის განმავლობაში ავიადარტყმების შედეგად სირიაში 89 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ტაბკის მახლობლად სირიაში უდიდესი კაშხალი მდებარეობს, რომელსაც ამჟამად ისლამისტები აკონტროლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები