ლონდონის ტერაქტის საქმეზე ბირმინგემში კიდევ ერთი პირი დააკავეს

ლონდონში 22 მარტს მომხდარი ტერაქტის საქმეზე ქალაქ ბირმინგემში კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ტერაქტების მომზადების ბრალდებით, 30 წლის მამაკაცია დაკავებული.
საერთო ჯამში, 22 მარტიდან ლონდონში მომხდარი ტერაქტის საქმეზე 12 ადამიანი დააკავეს, თუმცა ცხრა მათგანი ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
ტერორისტული აქტი ლონდონში 22 მარტს მოხდა. 52 წლის ჰალიდ მასუდი ავტომობილით ტრუტუარზე ავიდა და იქ მყოფ ადამიანებს გადაუარა. შემდეგ ის პარლამენტის შენობის წინ პოლიციელს დანით თავს დაესხა. ტერორისტი პოლიციამ მოკლა. თავდასხმის შედეგად, საერთო ჯამში, 5 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები