აშშ-ის ხელისუფლება რუსეთში საპროტესტო აქციების დარბევას გმობს

სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს რუსეთში საპროტესტო აქციების დარბევას. ამ უწყებამ მომხდარს დემოკრატიული ფასეულობების შეურაცხყოფა უწოდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაკავებულები, რომლებიც მშვიდობიან აქციას მართავდნენ. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“, – განუცხადა სააგენტო “როიტერს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკ ტონერმა.
ანალოგიური განცხადება დღეს ევროკავშირმაც გააკეთა.
„მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს ევროსაბჭოს და ეუთოს ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. დაიცვან გამოხატვის და შეკრების თავისუფლება და დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეები გაათავისუფლონ“, – წერია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე 26 მარტს ანტიკორუფციული მარში გაიმართა. სამართალდამცველებმა 900 ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები