იაპონიაში ზვავის ჩამოწოლას სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ

იაპონიის ერთ-ერთ მაღალმთიან კურორტზე, ქალაქ ნასუს მახლობლად ზვავის ჩამოწოლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები სკოლის მოსწავლეები არიან. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
უბედური შემთხვევის დროს საკურორტო ზონაში საერთო ჯამში 65 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 50 სკოლის მოსწავლე იყო, რომლებიც კლდეზე ცოცვაში ინსტრუქტორებთან ერთად ვარჯიშობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები