თბილისს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს თბილისს სახელმწიფო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი ეწვევა. ის საქართველოში, სამდღიანი ვიზიტით, მეუღლესთან, ივეტა ვეიონისთან ერთად ჩამოვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გაუწევენ. ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, ასევე, დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია და ორმხრივ დოკუმენტებზე ხელმოწერა.
რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სამუშაო სადილს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
28 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები საქართველო-ლატვიის ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან.
29 მარტს საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტები ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი ყვარელს ეწვევიან და ლატვიურ საინვესტიციო პროექტს გახსნიან. ლატვიის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს 30 მარტს დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები