ფილიპინებზე ექსტრემისტების მიერ დაკავებული მალაიზიის მოქალაქეები გაათავისუფლეს

ფილიპინების შეიარაღებულმა ძალებმა მალაიზიის სამი მოქალაქე გაათავისუფლეს, რომლებიც დაჯგუფება „აბუ საიაფს“ ჰყავდა დატყვევებული. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
სამი მამაკაცი 8 თვის წინ გაიტაცეს. ისინი ფილიპინების სამხრეთ ნაწილში, ჰოლოს კუნძულზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლეს.
„აბუ საიაფი“ ექსტრემისტული ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც ფილიპინებზე ტერორისტული აქტებით და ადამიანების გატაცებით არის დაკავებული. ხშირ შემთხვევაში, „ბოევიკები“ გამოსასყიდს ითხოვენ და მისი მიუღებლობის შემთხვევაში, მძევალს კლავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები