გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრა კიევში დღეს შედგება. დაგეგმილია ბიზნესფორუმიც, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართება.
ქართული მხრიდან ფორუმს 20-მდე კომპანია დაესწრება. ღონისძიების პირველი პანელის ფარგლებში მონაწილეები სუამ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის პერსპექტივებს განიხილავენ, მეორე პანელზე კი საუბარი სუამ-ის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ იქნება. საქართველოს მთავრობის მეთაური, უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს და უკრაინელ და მოლდაველ კოლეგებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები