რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იმართება -დაკავებულია ათობით აქტივისტი

რუსეთის დედაქალაქსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში, კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იმართება.
მოსკოვში არასანქცირებული მანიფესტაციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს. წინასწარი დაკავების იზოლატორში აქციის ათობით მონაწილე გადაიყვანეს.მათ შორისაა პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნიც.
საპროტესტო აქციები მოსკოვის გარდა, ვლადივასტოკში, ნოვოსიბირსკში, ბარნაულეში, ირკუტსკში, ჩიტეში, ტომსკსა და ხაბაროვკში მიმდინარეობს.
მარტის დასაწყისში ნავალნიმ გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი, რომელიც რუსეთში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კორუფციული ფაქტების თაობაზე ჩატარებულ გამოძიებას ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები