აფეთქება დიდ ბრიტანეთში – დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი

დიდ ბრიტანეთში, ლივერპულის მახლობლად, ცეკვის სტუდიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
მომხდარის შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა, დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც.
დაშავებულებს შორის არიან რიგითი გამვლელები და ადამიანები, რომლებიც ახლოს მდებარე ჩინურ რესტორანში იმყოფებოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები