სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს (ვიდეო)

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ნინოწმინდისა და ახალქალაქის ხუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.
შს სამინისტროს ცნობით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1530 საბრძოლო ვაზნა, 4 კოჭა ტროტილი, 50 ხელყუმბარა, 2 გადაჭრილი თოფი, 1 პისტოლეტი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 2 ფალია, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი, ხელყუმბარის 5 ფალია და 5 საკვამლე კოჭა.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები