მინსკში დაკავებულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

მინსკში დაკავებულთა ან დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ ბელორუსიაში საქართველოს ელჩი დავით კოტარია აცხადებს.
როგორც კოტარიამ აღნიშნა, სიტუაცია მათი მხრიდან კონტროლს ექვემდებარება, მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზეც საქართველოს იმ ხუთასი მოქალაქის შესახებ, რომელიც საელჩოს მიერ არის დაფიქსირებული, შეტყობინება არ შესულა.
მისივე განმარტებით, ამ დროისთვის, მინსკში არეულობა არ შეინიშნება. ძალოვნებმა მინსკში ასობით ადამიანი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე დააკავეს. ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულთა შორის 24 ჟურნალისტიცაა. ე.წ. ომონმა მოქალაქეებს ერთ-ერთი მეტროსადგურის ტერიტორიაზე შეკრების საშუალება არ მისცა. ხალხის შეკრებისთვის ხელი რომ შეეშალათ, მეტროპოლიტენის მატარებელი რამდენიმე სადგურზე არ გაჩერდა. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიკავეს.
შეინიშნებოდა წყლის ჭავლის მანქანების მობილიზება. დაახლოებით, 60 ადამიანი დააკავეს უფლებადამცველთა ორგანიზაცია „ვესნაში“. დაკავებულია ორგანიზაციის ლიდერი ალექს ბელიაცკიც. დამოუკიდებლობის დღეს აქციის ჩატარება ბელორუსიის ხელისუფლებამ წინასწარ აკრძალა. საორგანიზაციო კომიტეტს მოთხოვნაზე, მსვლელობის ჩატარების შესახებ, უარი ეთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები