თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა. ოთხასაათიანი შეხვედრის შემდეგ, დეპუტატებმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, რომ საუბარი შეეხო თბილისში არსებულ პრობლემებს. ასევე, დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. თბილისის მერმა, მოადგილეებთან, ვიცე-მერებთან ერთად მაჟორიტარ დეპუტატებს 2017 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნეს ინფორმაცია. თავის მხრივ, მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავიანთ რაიონებში არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და თბილისის მერისგან პრობლემების მოგვარების დაპირება მიიღეს. შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში, დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები