პატრიარქი: ავტოკეფალია არის დიდი მონაპოვარი და დიდი ძალა

ავტოკეფალია არის დიდი მონაპოვარი და დიდი ძალა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
”მე ვფიქრობ, ყველაფერი ხდება ღვთის განგებით. პირველად აღნიშნავს საქართველო სახელმწიფო ავტოკეფალიის დღეს, ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი ძალა. ავტოკეფალია არის დიდი მადლი. ვინ ვიქნებოდით ავტოკეფალიის გარეშე. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, ეკლესია. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისთვის. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით დიდი მამების წინაშე. მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, რომლებიც აქ ბრძანდებით და აღნიშნავთ 100 წლისთავს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, – ბრძანა პატრიარქმა.
სიტყვის დასასრულს ილია მეორემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს დღევანდელი დღის აღსანიშნავად ხატი გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები