პუტინი ლე პენს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს შეხვდა. შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილებოდა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რუსეთი, ისევე როგორც საფრანგეთი, ტერორისტული თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა, სამხედრო ნაწილზე ჩეჩნეთში, პარასკევს დილით მოხდა.
თავის მხრივ, ლე პენმა განაცხადა, რომ მოსკოვი და პარიზი ტერორიზმს რეალურად ებრძვიან. ამიტომ, მარინ ლე პენი, ორ ქვეყანას შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ინიციტივით გამოდის.
მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატია,. ის მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმის მიწვევით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები