მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ყნოსვის დაკარგვა ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყნოსვის დაკარგვა ნაადრევი გარდაცვალების რისკს ზრდის. შესაბამისი მასალები გამოცემა “Journal of the American Geriatrics Society study”-მ გამოაქვეყნა.
“The Telegraph”-ის ინფორმაციით, 10 წლის განმავლობაში, სპეციალისტები 1774 შვედს აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტის განმავლობაში 411 ადამიანი გარდაიცვალა.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კარგი ყნოსვის მქონე ადამიანები 8%-ით მეტხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ცუდი ყნოსვა აქვთ ან სუნს საერთოდ ვერ გრძნობენ.
მეცნიერების თქმით, კარგი ყნოსვა თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მისი მუშაობის დარღვევა კი სიკვდილის ალბათობას ზრდის.