ვახტანგ ხმალაძე: თუ პრეზიდენტი ჩავარდა ტყვედ, მის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტი

“თუ ჩვენ არ გვექნება სამართლიანი საარჩევნო სისტემა, მაშინ პრეზიდენტის არჩევის დროსაც მივიღებთ უსამართლო შედეგს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
ხმალაძე თვლის, რომ ქვეყანაში ყველა პროცესი დამოკიდებულია სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნაზე.
„პრეზიდენტის ირიბი არჩევნების დროს, განმსაზღვრელი იქნება დომინანტი პარტიის პოზიცია, ეს იმ შეთხვევაში, თუ არ გვექნება სრულყოფილი საარჩევნო სისტემა, რადგან ყველა საკითხი ერთმანეთზეა დამოკიდებული. თუ ეს ასე იქნა, ცხადია, ირიბი არჩევნების დროს, განმსაზღვრელი იქნება დომინანტი პარტიის პოზიცია, მაგრამ თუ პარლამენტის არჩევნები იქნა სამართლიანი და საარჩევნო კოლეგიის მიერ ჩატარებული, მოგვცემს პრეზიდენტს, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება ფართო პოლიტიკური სპექტრისთვის და არ იქნება რომელიმე პარტიის წინაშე ვალდებული, არჩევის გამო, გამოხატოს მორალური მადლიერება. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, არის საკითხები, რომელზეც მიღწეულია შეთანხმება, მაგალითად პარლამენტარის ასაკობრივი ცენზი, ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატობის ასაკობრივი ცენზი“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანვე განმარტა, რომ უმრავლესობის პოზიციაა, პარლამენტის მდებარეობის საკითხი განისაზღვროს რეგლამენტით. ხმალაძის ინფორმაციით, მიღწეულია ასევე, შეთანხმება, თუ პრეზიდენტის რომელი აქტები იქნება დამოუკიდებლად მიღებული ან პრემიერის ხელმოწერის შედეგად გამოცემული.
„მკაფიოდ განისაზღვრა და აღარ იქნება სამარჩიელო, თუ რა აქტებს და როგორ გამოსცემს პრეზიდენტი, ასევე, შემოვა ის ნორმა, რომ თუ პრეზიდენტი ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, მაშინ პარლამენტი შეასრულებს, თუმცა არსად არაა მითითებული, ვინ განსაზღვრავს, ასრულებს თუ არა პრეზიდენტი თავის უფლება-მოვალეობას, სავარაუდოდ, თუ წარმოიშვა ეს საკითხი, ამას დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, მაგალითად, საომარი მოქმედების დროს, თუ პრეზიდენტი ჩავარდა ტყვედ, მის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტი, ან თუ ავად გახდა“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები