ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავეს (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ კახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ, ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე გასცა ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა N2).
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით“, -აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები