მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს- დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

დღეს, 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მასობრივ კამპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. გამგეობის თანამშრომლებმა ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოქალაქეებს საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.
საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.
აქციის მონაწილეებმა ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრ ,,განთიადში” მყოფ ბენეფიციარებთან გადაინაცვლეს და დღევანდელი დღე მიულოცეს. საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, იროდი უგრეხელიძესთან ერთად მიიღო.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი უერთდება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს თავისი აქტიური მონაწილეობით, რაც გამოიხატება ამ აქციის ორგანიზებაში და ჩვენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებთან რამდენადაც უფრო პოზიტიური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გვექნება , მით უფრო მალე მოხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.  ამ სინდრომის მქონე ადამიანები ისეთივე მოქალაქეები არიან საქართველოსი, როგორც სხვა დანარჩენი და მათ მხოლოდ ჩვენი მზრუნველობა სჭირდებათ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილემ, ვალენტინა ნავერიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები