ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში სახალხო დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა

დღეს ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში სახალხო დღესასწაული – ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად დაესწრო. შეკრებილ საზოგადოებას სტუმრებმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.
,,ბოლნისში მცხოვრებ ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს გილოცავთ! ეს არის საერთო სახალხო დღესასწაული, რომელიც ახალი სიცოცხლის დასაწყისთან ასოცირდება. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ჩვენი სახელმწიფოს სიმდიდრეა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც კომპაქტურად არის დასახლებული აზერბაიჯანელი მოსახლეობა. ჩვენი მეგობრობა რამდენიმე საუკუნეს ითვლის და სამაგალითოა ის ურთიერთობა, რომელიც ქართველ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს დღეს ერთმანეთთან გაგვაჩნია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს!”- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.
​ნოვრუზ ბაირამს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი იუნესკოს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღესასწაულად და კულტურულ მონაპოვრად გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები