VIIB   სალიცენზიო ბლოკზე ახალი საინვესტიციო პროგრამა იწყება

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი  ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, “Vectra Petroleum Limited”-სა და “NauticAwt Energy PTE LTD“-ს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, “Vectra Petroleum Limited” და “NauticAwt Energy PTE LTD” გურიისა და აჭარის რაიონებში  ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაო პროგრამის მესამე ფაზას ერთობლივად განახორციელებენ.
უწყების ცნობით, დამტკიცებული გეგმის თანახმად, მომავალი სამი წლის განმავლობაში,  30 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პროგრამის განხორციელებისას, დაგეგმილია არსებული მომპოვებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არსებული მოპოვების გაზრდა და ახალი ღრმა ჭაბურღილების ბურღვა.
„ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედი“ 2011 წელს VIIB სახელშეკრულებო ფართობზე გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების კონტრაქტორია. ხელმოწერის ბონუსის სახით, „ვექტრა პეტროლეუმ ლიმიტედ“-მა 5 მლნ. აშშ დოლარი გადაიხადა, ხოლო დღემდე განხორციელებულმა ინვესტიციებმა 9 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა.
“Vectra Petroleum Limited” ჰონგ-კონგში რეგისტრირებულია კომპანიაა, იგი ოპერირებს ინდოეთში, ჩეხეთში, საფრანგეთსა და სინგაპურში. “NauticAwt Energy PTE LTD“  დაფუძნებულია სინგაპურში 2011 წელს. კომპანია მიეკუთვნება “NauticAWT Energy Solutions” ჯგუფს, რომლიც წარმოადგენს მაღალტექნოლოგიური აქტივების მქონე კომპანიას და აქტიურადაა ჩართული ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მონაწილეთათვის ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები