პრეზიდენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე: ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა

“პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა კონსულტაციების და ჩვენი მუშაობის შედეგად, ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნულ ხარვეზებზე ისაუბრა.
„პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხები, თუმცა კონსულტაციების და ჩვენი მუშაობის შედეგად, ძირითადად, ორი ხარვეზი გამოიკვეთა: პირველი ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე და მეორე, ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელთაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ, ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პრეზიდენტმა გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები