პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო. განცხადება ამის შესახებ მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
შესაბამისად, ე.წ. მოსმენების კანონი პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება. ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 1-ელ მარტს დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპროექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები