დიმიტრი ქუმსიშვილი: სატრანზიტო პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა

“სატრანზიტო პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ინვესტიციების მოზიდვის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა”,-პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ბიზნესფორუმზე – „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიიღო. პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ძალიან ახლოსაა ქეინსის თეორიის იმ ნაწილთან, რომლის თანახმადაც, როდესაც ქვეყანას უჭირს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მოახდინოს კაპიტალური დანახარჯები, რათა რეგიონში არსებულ პრობლემებს წარმატებით გაართვას თავი. გარდა ამისა, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილება ასევე, გამომდინარეობდა ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მოტივიდანაც.

„ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი სატრანზიტო პოტენციალისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაძლიერება. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომლის რეგიონები ერთმანეთთან უკეთესად იქნებიან დაკავშირებული, მათ შორის, მობილობა იქნება გაცილებით დიდი და სატრანზიტო პოტენციალი იქნება გაცილებით ბევრად მაღალი,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
​პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე, ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზასა და მასში საქართველოს მონაწილეობაზე.
​„ჩვენ ვართ გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ ვართ უნიკალური ქვეყანა, რომელიც უმოკლესი გზით აკავშირებს აზიას ევროპასთან. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ჩინეთთან, ისე ევროპასთან,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ აღნიშნული პოტენციალის უკეთ ათვისებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები